logo
ENG



სააკაშვილი: ბადრაგმა დედაჩემის თვალწინ სცადა, დროშის დაქნევის გამო​ რაფიდან ჩამოვეყვანე

21 დეკ 202117:59
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ციხის ბადრაგმა მისი ფანჯრის რაფიდან ძალით ჩამოყვანა სცადა იმის გამო, რომ მან შეკრებილ მხარდამჭერებს საქართველოს დროშა დაუქნია. 

21 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეა, მისი მხარდამჭერები გორის სამხედრო ჰოსპიტალთან მივიდნენ. სწორედ მათ მიესალმა ექსპრეზიდენტი.  

"დედაჩემის თვალწინ ბადრაგმა სცადა ჩემი ფანჯრის რაფიდან ძალით ჩამოყვანა მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს საკუთარი ხელით დახატული და თავის დროზე ჩემი შემოღებული საქართველის დროშა დავუქნიე. ვერ ჩამომიყვანეს ჩემი წინააღმდეგობის გამო. ეს ხალხი ჩემს თვალში საქართველოს არ ემსახურება - საოკუპაციო რეჟიმის მსახურები არიან. საქართველოს დროშის დანახვაზე ასეთი რეაქცია არ უნდა ჰქონოდათ. ძირს საოკუპაციო ხელისუფლება, გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს". - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილი, რომელიც ჟურნალისტებს დედამ, გიული ალასანიამ წაუკითხა. 


close დახურვა